Thursday, May 31, 2012

ეს საინტერესოა

14 ივნისს სათემო ცენტრ ,,ერთობის" ორგანიზებით, სოფელ კართუბნის კულტურის სახლში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება-კონცერტი. ღონისძიებაზე შემოსული თანხა გადაირიცხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო კლინიკა ,,კელაპტრის" ანგარიშზე. 


გიწვევთ ყველას ვისაც გსურთ კეთილი საქმის კეთება. რადგან თქვენს მიერ შემოწირული 1 ლარიც კი მუნიციპალიტეტის (და არა მარტო ლაგოდეხის) მოსახლეობის ჯამრთელობას და კეთილდღეობას მოხმარდება.

სათემო ცენტრი ,,ერთობა"